ახალი ამბები
...

03/04/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წიწამურში გამავალ მაგისტრალური მილზე გამაგრებითი სამუშაოებს ახორციელებს


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 1400 მმ-იან VI  მაგისტრალურ წყალდენს სარეაბილიტაციოდ ამზადებს. ამ მიზნით, კომპანია დღეს, დილის 11 საათიდან მაგისტრალური არტერიის წიწამურის ხევში გამავალ მონაკვეთზე გამაგრებითი სამუშაოებს ახორციელებს. ამ ტიპის სამუშაოების ჩატარება აუცილებელი ტექნიკური ღონისძიებაა რეკონსტრუქციის დაწყებამდე მაგისტრალური მილის საიმედოობის გაზრდისთვის.

იმ ფატის გათვალისწინებით, რომ  1400 მმ-იანი VI მაგისტრალური წყალდენის ლანდშაფტურად ყველაზე რთული მონაკვეთი არაგვის ხეობაში, კერძოდ კი  წიწამურის ხევში გადის, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ანტიკრიზისული შტაბის ხელმძღვანელმა - გიორგი გაჩეჩილაძემ, მონიტორინგის მიზნით, სწორედ აქ მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

მაგისტრალის წიწამურის ხევში გამავალი მონაკვეთის სიგრძე 4 000 მეტრია. გამაგრებითი სამუშაოები,  რომელსაც კომპანიის 8 ტექნიკური ბრიგადა მძიმე ტექნიკის მეშვეობით ახორციელებს, ერთდროულად, 8 სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობს. სამუშაოები მოიცავს მაგისტრალური წყალდენის იმ ადგილების გამაგრებას, სადაც ნიადაგისა თუ ქანების ეროზიის, მეწყრული პროცესებისა და ჭარბი ნალექის შედეგად მილის  სხვადასხვა მონაკვეთების გაშიშვლება მოხდა, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის მაგისტრალური არტერიის მდგრადობას და ზრდის მის ავარიულად დაზიანების რისკს.

გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას კომპანიის მხრიდან, მაქსიმუმ, 20 საათი დასჭირდება და მათი დასრულება ხვალ, დილის 7 საათისთვის იგეგმება. სამუშაოების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, გლდანის რაიონის გარკვეულ უბნებსა და დასახლებებს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება. წყალმომარაგების აღდგენა კი  4 აპრილის 07:00 საათიდან მოხდება.


 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად