03/04/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წიწამურში გამავალ მაგისტრალური მილზე გამაგრებითი სამუშაოებს ახორციელებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 1400 მმ-იან VI მაგისტრალურ წყალდენს სარეაბილიტაციოდ ამზადებს. ამ მიზნით, კომპანია დღეს, დილის 11 საათიდან მაგისტრალური არტერიის წიწამურის ხევში გამავალ მონაკვეთზე გამაგრებითი სამუშაოებს ახორციელებს. ამ ტიპის სამუშაოების ჩატარება აუცილებელი ტექნიკური ღონისძიებაა რეკონსტრუქციის დაწყებამდე მაგისტრალური მილის საიმედოობის გაზრდისთვის.
იმ ფატის გათვალისწინებით, რომ 1400 მმ-იანი VI მაგისტრალური წყალდენის ლანდშაფტურად ყველაზე რთული მონაკვეთი არაგვის ხეობაში, კერძოდ კი წიწამურის ხევში გადის, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ანტიკრიზისული შტაბის ხელმძღვანელმა - გიორგი გაჩეჩილაძემ, მონიტორინგის მიზნით, სწორედ აქ მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.
მაგისტრალის წიწამურის ხევში გამავალი მონაკვეთის სიგრძე 4 000 მეტრია. გამაგრებითი სამუშაოები, რომელსაც კომპანიის 8 ტექნიკური ბრიგადა მძიმე ტექნიკის მეშვეობით ახორციელებს, ერთდროულად, 8 სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობს. სამუშაოები მოიცავს მაგისტრალური წყალდენის იმ ადგილების გამაგრებას, სადაც ნიადაგისა თუ ქანების ეროზიის, მეწყრული პროცესებისა და ჭარბი ნალექის შედეგად მილის სხვადასხვა მონაკვეთების გაშიშვლება მოხდა, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის მაგისტრალური არტერიის მდგრადობას და ზრდის მის ავარიულად დაზიანების რისკს.
გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას კომპანიის მხრიდან, მაქსიმუმ, 20 საათი დასჭირდება და მათი დასრულება ხვალ, დილის 7 საათისთვის იგეგმება. სამუშაოების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, გლდანის რაიონის გარკვეულ უბნებსა და დასახლებებს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება. წყალმომარაგების აღდგენა კი 4 აპრილის 07:00 საათიდან მოხდება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი