23/04/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, დღეს, საინფორმაციო-შემეცნებითი ტური მოაწყო. სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის 25 სტუდენტი ღრმაღელის სათავო ნაგებობას და წყლის ხარისხის მაკონტროლირებელ ცენტრალურ ქიმიურ-მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიას გამოცდილების მიღების მიზნით ესტუმრა. სტუდენტებისთვის განკუთვნილი საიფორმაციო ტური „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალიტებმა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ერთობლივად დაგეგმეს.
ტური მთლიანად შემეცნებითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა როგორც თეორიული, ასევე ვიზუალური ინფორმაციის მიწოდებას. სტუდენტებმა საკუთარი თვალით იხილეს ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები, რომელსაც ნედლი წყალი სასმელ წყლად გარდაქმნის პროცესში გადის და თავად დარწმუნდნენ, რომ თბილისური ონკანიდან წამოსული სასმელი წყალი პროდუქტია, რომელიც კომპანია სპეციალურად დედაქალაქის მოსახლეობისთვის ქმნის.
ისეთი სპეციფიკური პროფილის სტუდენტებისთვის, როგორიც საზოგადოებრივი ჯანდაცვაა, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკა, რაც წყლის ხარისხის მონიტორინგის მკაცრად გაწერილ სისტემას ეფუძნება. სტუდენტებმა საკუთარი თვალით იხილეს, როგორ აკონტოლებენ ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ორგანოლეპტიკურ, ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებსა და პარამეტრებს, ასევე, როგორ ახდენენ ქლორის დოზირებას და სასმელ წყალში ნარჩენი ქლორის შემოწმებას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, ISO-17025-ის სტანდარტით აკრედიტიტებული ერთ-ერთი პირველი ტექნიკურად კომპეტენტური და დამოუკიდებელი ლაბორატორიაა საქართველოში, რომელიც სასმელი წყლის ხარისხის კვლევას უწყვეტ დღეღამურ რეჟიმში ახორციელებს. ცენტრალური ლაბორატორია კოორდინაციას უწევს კომპანიის დანარჩენი ლაბორატორიების ფუნქციონირებას.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი