13/05/2014 სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები GWP-ის ცენტრალურ ლაბორატორიაში
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს ცენტრალურ ლაბორატორიაში უმასპინძლა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, საინფორმაციო-შემეცნებითი ტური, დღეს, მეორედ მოაწყო. ამჯერადაც, სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის 22 სტუდენტი ღრმაღელის სათავო ნაგებობას და წყლის ხარისხის მაკონტროლირებელ ცენტრალურ ქიმიურ-მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიას გამოცდილების მიღების მიზნით ესტუმრა.
სტუდენტებმა საკუთარი თვალით იხილეს ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები, რომელსაც ნედლი წყალი სასმელ წყლად გარდაქმნის პროცესში გადის და თავად დარწმუნდნენ, რომ თბილისური ონკანიდან წამოსული სასმელი წყალი პროდუქტია, რომელიც კომპანია სპეციალურად დედაქალაქის მოსახლეობისთვის ქმნის.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები განსაკუთრებით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკითა და წყლის ხარისხის მონიტორინგის სისტემით დაინტერესდნენ. მათ საკუთარი თვალით იხილეს, როგორ აკონტოლებენ ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ორგანოლეპტიკურ, ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებსა და პარამეტრებს, ასევე, როგორ ახდენენ ქლორის დოზირებას და სასმელ წყალში ნარჩენი ქლორის შემოწმებას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, IშO-17025-ის სტანდარტით აკრედიტიტებული ერთ-ერთი პირველი ტექნიკურად კომპეტენტური და დამოუკიდებელი ლაბორატორიაა საქართველოში, რომელიც სასმელი წყლის ხარისხის კვლევას უწყვეტ დღეღამურ რეჟიმში ახორციელებს. ცენტრალური ლაბორატორია კოორდინაციას უწევს კომპანიის დანარჩენი ლაბორატორიების ფუნქციონირებას.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი