09/06/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
რამდენიმე დღეა, თბილისის მოსახლეობაში ვრცელდება ხმები, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ცალკეული აბონენტებისგან წყალმომარაგების ძველი დავალიანებების ამოღებას ცდილობს. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი ძველი დავალიანების დაფარვაზე უარს განაცხადებს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „თელასთან“ შეთანხმებით, მას ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიმართავს თბილისელებს და აქვე განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ამით თბილისის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა ხდება. წყალმომარაგების ძველი დავალიანების გადაუხდელობის გამო, დედაქალაქში მცხოვრებ არცერთ აბონტს (ოჯახს) არ უწყდება ელექტროენერგიის მიწოდება. ამ ტიპის ღონისძიება ტარდება მხოლოდ იმ აბონენტების მიმართ, რომელებიც მიმდინარე გადასახადს არ იხდიან.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თხოვნით მიმართავს აბონენტებს, ყოველი ასეთი შემთხვევის თაობაზე დაუკავშირდნენ კომპანიის ცხელ ხაზს (293 11 11) ან შეტყობინება დატოვონ კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/georgianwaterandpower
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანიაში კვლავაც მოქმედებს დავალიანების დაფარვის შეღავათიანი პროგრამა, რომლითაც სარგებლობა შეუძლია დავალიანების მქონე ნებისმიერ აბონენტს - ამ მიზნით შეგიძლიათ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ რაიონულ სერვიცენტრებს მიმართოთ.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი