02/07/2014 GWP-მ ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემიის მოსწავლეებს სათავო ობიექტები დაათვალიერებინა
კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა”, დღეს, გივი ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემიის მოსწავლეებს ჟინვალისა და არაგვის ხეობის სათავო ობიექტები დაათვალიერებინა.
ამერიკული სკოლის მოსწავლეები, რომელებიც წყლის რესურსების მდგრადი მართვისა და რაციონალურად მოხმარების თაობაზე სპეციალურ სასწავლო კურსს გადიან, ამჯერად, თბილისის წყალმომარაგების ძირითადი საკითხებითაც დაინტერესდნენ. ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ შეთავაზებულმა საინფორმაციო ტურმა მათ, პირველ ჯერზე, წყალმომარაგების ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების საქმიანობის გაცნობის საშუალება მისცა, როგორიცაა ჟინვალის ჰიდროკომპლექსი და ნატახტრის წყალსადენი. ობიექტებზე მოზარდებს მეგზურობას კომპანიის სპეციალისტები უწევდნენ. მოზარდები დააკვირდნენ იმ ძირითად ტექნოლოგიურ პროცესებს, რომელსაც მდინარე არაგვის ნედლი წყალი სასმელ წყლად გარდაქმნის პროცესში გადის, მიიღეს თეორიული ინფორმაცია თბილისში სასმელი წყლის ხარისხის, მისი 24-საათიანი მონიტორინგისა და იმ ტექნიკური პროცესების შესახებ, რაც თითოეული თბილისელი მომხმარებლისთვის სასმელი წყლის ინდივიდუალურად მიწოდებას უკავშირდება.
მოზარდები კომპანიის სხვადასხვა ობიექტის მუშაობის სპეციფიკას 10 დღის მანძილზე გაეცნობიან, მოისმენენ მოსწავლეთათვის განკუთვნილ ლექციების მოკლე კურსს. საზაფხულო საინფორმაციო ტურისა და ლექციების კურსის მოსმენის შემდეგ ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემიის მოსწავლეებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შესაბამის სეთიფიკატებს გადასცემს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი