07/08/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ დაკავშირება უკვე ონლაინ-ჩეთის მეშვეობით არის შესაძლებელი
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალური ვებგვერდი მთლიანად მოდერნიზებულია და თბილისელ აბონენტებთან, ონლაინ-ჩეთის მეშვეობით, უკვე ინტერაქტიურ რეჟიმში ამყარებს ურთიერთობას. ნებისმიერ დაინტერესებულ თბილისელს, 09:00 საათიდან ღამის 12 საათამდე შეუძლია ეწვიოს კომპანიის ონლაინ-ჩეთს და წყალმომარაგებასთან თუ კომპანიის სხვა მომსახურებასთან დაკავშირებით ონლაინ რეჟიმში ესაუროს ჩეთის ოპერატორებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვებგვერდის http://www.georgianwater.com/ განახლებულ ვერსიას სთავაზობს თბილისელებს. კომპანიის ვებგვერდი მთლიანად მოდერნიზებულია და მაქსიმალურადაა მისადაგებული თანამედროვე მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ ახალი, ორენოვანი, მუდმივად განახლებადი ვებგვერდი ადაპტირებულია ნებისმიერი იმ ტიპის ტექნიკური მოწყობილობისთვის - მობილური ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი, Android, Windows და iOs, რომელსაც წვდომა აქვს ინტერნეტთან. ახალ ვერსიაში გაცილებით გამარტივებულია საძიებო სისტემა, რაც მომხმარებელს კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის იოლად მოპოვების საშუალებას აძლევს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი