13/08/2014 მრიცხველის ჩვენების დაფიქსირებას, ჩვენი აბონენტები უკვე განახლებული ვებგვერდის მეშვეობით შეძლებენ
ინტერნეტ-პორტალზე - mygwp.ge წვდომას და მრიცხველის ჩვენების ონლაინ-რეჟიმში დაფიქსირებას თბილისელი აბონენტები უკვე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განახლებული ვებგვერდის მეშვეობით შეძლებენ, ბმულზე გადასვლით: http://mygwp.ge
მრიცხველის მქონე ნებისმიერ აბონენეტს შეუძლია ისარგებლოს ინტერნეტ-პორტალით - mygwp.ge, ონლაინ-რეჟიმში დაუკავშირდეს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ და გაუგზავნოს მრიცხველის ჩვენება, რომელიც ავტომატურად აისახება კომპანიის ბილინგის სისტემაში და ქვითარშიც დაფიქსირდება. შედეგად, მოხმარებული წყლის საფასურს აბონენტი მის მიერ მითითებული მრიცხველის ჩვენების შესაბამისად გადაიხდის, კვარტალში ერთხელ კი მრიცხველის ჩვენებას კომპანიის წარმომადგენელი აიღებს. შესაბამისად, კვარტალში ერთხელ აბონენტს გადასახადი კომპანიის წარმომადგენლის მიერ აღებული ჩვენების საფუძველზე, ასევე ქვითრით მიუვა.
იმისთვის, რომ გამრიცხველიანებულმა აბონენტებმა ისარგებლონ ინტერნეტ-პორტალის მომსახურებით, მათ კომპანიის რაიონულ სერვიცენტრებში ხელშეკრულება უნდა გააფორმონ, რადგან mygwp.ge -ზე წვდომის შესაძლებლობა მხოლოდ ხელშეკრულების მქონე აბონენტს მისთვის მინიჭებული უნიკალური პაროლის მეშვეობით შეეძლება. განახლებულ პაროლს მომხმარებელი ყოველთვიურად SMS-შეტყობინებით მიიღებს, ხელშეკრულებაში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე.
შეგახსენებთ, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოდერნიზებულ ვებგვერდზე http://www.georgianwater.com/ კიდევ ერთი ახალი სერვისი აამოქმედა - ონლაინ-ჩეთის მეშვეობით, აბონენტებს შეუძლიათ ინტერაქტიურ რეჟიმში დაამყარონ ურთიერთობა კომპანიასთან. ნებისმიერ დაინტერესებულ მომხმარებელს, 09:00 საათიდან ღამის 12 საათამდე შეუძლია ეწვიოს ონლაინ-ჩეთს და წყალმომარაგებასთან თუ კომპანიის სხვა მომსახურებასთან დაკავშირებით ონლაინ რეჟიმში ესაუბროს ჩეთის ოპერატორებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი