02/10/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და საკრებულოს წარმომადგენლებმა სოფელ გლდანში წყალსადენის მაგისტრალურ მილზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს
უახლოეს მომავალში, წყალმომარაგება გაცილებით სტაბილური გახდება გლდანის მასივის, თემქის დასახლების ნაწილის, მუხიანის მიკრორაიონების, გლდანულასა და კონიაკის დასახლების მაცხოვრებლებისთვის. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სოფელ გლდანში, წყალსადენის მოძველებულ კომუნიკაციებს რეაბილიტაციას უტარებს. კერძოდ კი, ახლით იცვლება ფოლადის 1200 მმ-იანი VII მაგისტრალური მილდენის განსაკუთრებულად პრობლემური მონაკვეთი, რომელიც სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე გადის. მაგისტრალის აღნიშნული მონაკვეთი იმდენად იყო კოროზირებული, რომ, პერიოდულად, ავარიული დაზიანებების მიზეზი ხდებოდა. 2015 წლიდან, რეაბილიტირებული VII მაგისტრალური მილდენით ასევე საიმედოდ მომარაგდება თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სოფლები - გლდანი, გორაუბანი, გიორგიწმინდა, მუხიანი 2, ავჭალა 2 და მათი მიმდებარე დასახლებები.
26 მაისის ქუჩაზე 1200 მმ-იანი მაგისტრალური მილის განახლების პროცესი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციებისა და კორპორატიული სერვისების დირექტორმა ეკა ბერიძემ და კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილე ომარ გოცირიძემ თბილისის საკრებულოს გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ კობა კობალაძესა და თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილს გააცნეს. 26 მაისის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დამამთავრებელ ფაზაშია - უკვე ახლით არის შეცვლილი მაგისტრალური ფოლადის მილის კოროზირებული მონაკვეთის 220 მეტრი, დარჩენილი 50 მეტრის შეცვლა კი უახლოეს დღეებში დასრულდება, რასაც ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების მონტაჟი და ახლადშეცვლილი მონაკვეთის ძირითად მაგისტრალთან მიერთება მოჰყვება.
VII მაგისტრალური მილდენის 26 მაისის ქუჩაზე გამავალი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება მიმდინარე წლის საინვესტიციო პროგრამით, რომლის ფარგლებშიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხანდაზმულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს თბილისის 65 ქუჩაზე მთლიანად ახლით ცვლის. სარეაბილიტაციო ქსელების საერთო სიგრძე, წელს, 60 კილომეტრს აღემატება. სადღეისოდ, სამუშაოები დაასრულებულია დიდუბე-ჩუღურეთის, საბურთალოს, სამგორის, ნაძალადევის, ვაკის, გლდანისა და მთაწმინდის რაიონების 60 ქუჩაზე. ამჟამად, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ქ. თბილისის მერიასთან ერთად, 2015 წლის სარეაბილიტაციო პროგრამის დაგეგმვაზე მუშაობს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი