ახალი ამბები
...

09/11/2014 „ერთად ვიზრუნოთ გარემოზე, საიდანაც სასმელი წყალი მოგვეწოდება“ – არაგვის ხეობაში დასუფთავების ერთობლივი აქცია გაიმართა

 

„ერთად ვიზრუნოთ გარემოზე, საიდანაც სასმელი წყალი მოგვეწოდება“ - ამ ერთობლივი ინიციატივით თბილისის მერია და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამოდიან და წყალმომარაგების სანიტარული ზონების მიმდებარე ტერიტორიების დაცვის მნიშვნელობაზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობენ.

თბილისის მერიისა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ორგანიზებით, დღეს არაგვის ხეობაში, კერძოდ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში დასუფთავების აქცია მიმდინარეობს. აქციაში მონაწილეობას იღებენ ქ. თბილისის მერი, დავით ნარმანია და მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი გიორგი გაჩეჩილაძე და კომპანიის სხვა ხელმძღვანელი პირები, "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორი გიორგი შუხოშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ზურაბ აბესაძე, მცხეთის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, სოფ. მისაქციელის მოსახლეობა და სხვა მოხალისეები.

დასუფთავების დღევანდელი აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, ერთი მხრივ, უერთდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას - „საქართველო უნდა გავწმინდოთ ნაგვისგან“, მეორე მხრივ კი, საზოგადოებასა და მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაბინძურებისგან დაიცვან არაგვის ხეობის ის ადგილები, საიდანაც თბილისი, მცხეთა და მათი შემოგარენი სასმელი წყლით მარაგდება.

თბილისის მერის - დავით ნარმანიას თქმით, ეს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილია გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, რადგან აქედან დედაქალაქი სასმელი წყლით მარაგდება. „დღეს რამდენიმე უწყება გავერთიანდით და მთელი დღე დასუფთავების აქცია გვექნება. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, ნუ დააბინძურებენ გარემოს, განსაკუთრებით ისეთ ადგილებს, საიდანაც ეს რეგიონი და დედაქალაქი სასმელი წყლით მარაგდება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი - გიორგი გაჩეჩილაძე მადლობას უხდის ყველა უწყებას, რომელიც თბილისის მერიისა და კომპანიის ერთობლივ ინიციატივას გამოეხმაურა და არაგვის ხეობის დასუფთავების აქციაში ჩაერთო. მისი თქმით, „ასეთ აქციებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ზოგადად, როგორც გარემოსდაცვითი, ასევე, თბილისის წყალმომარაგების კუთხითაც, რადგან დედაქალაქს სწორედ არაგვის ხეობიდან მიეწოდება სასმელი წყალი“. "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორის - გიორგი შუხოშვილის თქმით, უწყებას შესწავლილი აქვს მყარი ნარჩენების სტიქიური წარმოშობის კერები. „ამ აქციით მოვუწოდებთ მოსახლეობას, გონივრულად მოეპყრას და ნუ დააბინძურებს გარემოს. ასეთი აქციებით კი ხელს შევუწყობთ დაბინძურებული ადგილების გაჯანსაღებას“ - აცხადებს გიორგი შუხოშვილი. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი - ნუგზარ ყიფიანი იმედს გამოთქვამს, რომ მისაქციელის მოსახლეობა ამ აქციის შემდეგ მეტად მოუფრთხილდება სოფლის მიმდებარე ტერიტორიას და ამ ადგილებს ნაგავსაყრელად აღარ აქცევს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - ელგუჯა ხოკრიშვილი მიესალმება ყველა კომპლექსურ აქციას, რაც საყოფაცხოვრებო და მყარი ნარჩენებისგან გარემოს დასუფთავებას ეხება. მისი თქმით, სამინისტრომ პარლამენტს უკვე გადასცა კანონპროექტი მყარი ნარჩენების მართვის შესახებ, რომელსაც, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე მიიღებენ, რითაც, სამომავლოდ შესაძლებელი იქნება გარემოს დაბინძურებაზე მონიტორინგის გამკაცრება.

სოფელი მისაქციელი ერთ-ერთი ადგილია არაგვის ხეობაში, რომელიც ჭოპორტ-მისაქციელის წყალსადენის სანიტარულ ზონას ესაზღვრება - აღნიშნული ობიექტიდან, ისევე როგორც საგურამოს, ბულაჩაურისა და ნატახტრის წყალსადენებიდან, სასმელი წყალი თბილისისა და მცხეთისკენ მიემართება. აქციის მონაწილეებმა სოფელი და მისი მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენებისგან, პოლიეთილენის პაკეტებისგან, პლასტიკური ბოთლებისგან გაასუფთავეს და კასპის ნაგავსაყრელზე გადაიტანეს.

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად