17/11/2014 ბიზნესის ჩემპიონთა „ვერცხლის ლიგის“ ერთპიროვნული ლიდერი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გუნდია
ბიზნესის ჩემპიონთა „ვერცხლის ლიგის“ მესამე ტურის ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა ისევ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საფეხბურთო გუნდის გამარჯვებით დასრულდა. GWP-ის გუნდმა, ამჯერად, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ფეხბურთელებს სძლია. მატჩი, რომელიც ჯემალცერცვაძის სახ. ხელბურთის აკადემიაში შედგა, GWP-ის გამარჯვებით, 11-1 დასრულდა. „ვერცხლის ლიგის“ მესამე ტურში გამორჩეულად საინტერესო სწორედ ამ ორი დაუმარცხებელი გუნდის დაპირისპირება იყო.
ჩატარებული სამი ტურის შედეგების მიხედვით, სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გუნდია. ჩემპიონის ტიტულისთვის ასპარეზობა გრძელდება, ტურნირის მორიგი თამაშები, მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014-2015 წლების სეზონის „ვერცხლის ლიგის“ შეხვედრები 19 ოქტომბრიდან დაიწყო.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი