12/01/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგება ჯავახიშვილის აღმართის მიმდებარე ყველა ქუჩას აღუდგინა
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური სამსახურის საავარიო ბრიგადები ისევ ჯავახიშვილის აღმართის N21-ის მიმდებარედ არიან მობილიზებული და წყალსადენის 500 მმ-იანი დაზიანებული მაგისტრალის აღსადგენად, კვალავაც ინტენსიურ ტექნიკურ სამუშაოებს ატარებენ. დაზიანების სირთულის მიუხედავად, კომპანიამ წყლის მიწოდება უკვე აღუდგინა: ქიაჩელის, ახვლედიანის, საქანელას, უშანგი ჩხეიძისა და მარჯანიშვილის ქუჩებს, ასევე სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიას“.
ჯავახიშვილის აღმართზე სავარაუდო დაზიანების შესახებ შეტყობინება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელმა ხაზმა, დღეს დილით, 08:54 საათზე მიიღო. კომპანიას ჯავახიშვილის აღმართის მაცხოვრებელი დაუკავშირდა და კედლიდან წყლის ჟონვის შესახებ შეტყობინება დაუტოვა. დაზიანების ადგილზე კომპანიის სადიაგნოსტიკო ჯგუფი და საავარიო ბრიგადა, შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გავიდნენ. ადგილზე გასულმა ჯგუფებმა კედლიდან წყლის მცირე ჟონვა დააფიქსირეს. რაც შეეხება, გზის სავალი ნაწილის ჩავარდნას, ეს ფაქტი მოგვიანებით, უეცრად მოხდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ცხელ ხაზზე ჯავახიშვილის აღმართის მაცხოვრებლებისგან დაზიანების თაობაზე შეტყობინება დღეს დილამდე არ დაფიქსირებულა.
ჯავახიშვილის აღმართზე წყალსადენის მაგისტრალზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარება გრძელდება. წყალმომარაგების გარეშე, ამჟამად, დარჩენილია მხოლოდ ჯავახიშვილის აღმართის N21-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელსაც წყლის მიწოდებას კომპანია 13 იანვრის დილის 09:00 საათისთვის აღუდგენს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი