ახალი ამბები
...

29/01/2015 „რუსთავის წყალი“ მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაციას განაგრძობს

კომპანია „რუსთავის წყალი“ ჩათმის რეზერვუარის მკვებავ 700 მმ-იან მაგისტრალურ წყლის მილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. გუშინ საღამოს, „რუსთავის წყლის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ რუსთავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს ქალაქის სამრეწველო ზონაში, მაგისტრალურ მილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გააცნო. რუსთავის მერი დავით ჯიქია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, გიორგი ცხადაძესთან  ერთად, ახალადშეცვლილი ქსელის ძველ მაგისტრალთან მიერთების სამუშაო პროცესაც დაესწრნენ.

„რუსთავის წყალმა“, მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაციის პროექტის წლევანდელი გეგმის ფარგლებში, 700 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე, მწყობრიდან გამოსული 110 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეცვალა. პარალელურად, კომპანიამ მოაწყო ახალი საკვანძო ჭები და დაამონტაჟა ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

„რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის - გიორგი ცხადაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, იმის გათვალისწინებით, რომ მაგისტრალური წყალსადენი ბაქო-თბილისის რკინიგზის მაგისტრალურ ხაზს კვეთს, რთულად განსახორციელებელი იყო და მაღალტექნოლოგიურ საინჟინრო გათვლებსა და შესაბამისი სპეცტექნიკით უზრუნველყოფას მოითხოვდა. გიორგი ცხადაძის თქმით, კომპანიამ სამუშაოები ისე წარმართა, რომ სარკინიგზო მოძრაობა არ შეფერხებულა, რადგან სარკინიგზო ხაზის გადაკვეთა გაბურღვის მეთოდით მოხდა, ამასთან, მილსადენის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მაგისტრალის გარსაცმად 1200 მმ-იანი ფოლადის მილი იქნა გამოყენებული.

აღნიშნული 700 მმ-იანი მაგისტრალი, ჩათმის რეზერვუარს კვებავს და სასმელი წყლით ქალაქის მარჯვენა სანაპიროს, ე.წ. ახალი რუსთავს ამარაგებს. ავარიული დაზიანებები, რომელსაც მაგისტრალურ მილზე პერიოდულად ჰქონდა ადგილი, მარჯვენა სანაპიროს მოსახლეობის წყალმომარაგებაში შეფერხებას იწვევდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მაგისტრალურ ქსელზე ავარიული დაზიანებები მკვეთრად შემცირდება, რაც „რუსთავის წყალს“ მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგების საშუალებას მისცემს.


სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად