17/03/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიდუბის რაიონში მოძველებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს ახლით ცვლის
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, დიდუბის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციებისმოძველებულ და ამორტიზებულ მონაკვეთებს ახლით ცვლის. სამუშაოები, რომელიც გაფრინდაულის ქუჩაზე მიმდინარეობს, აპრილის შუა რიცხვებში დასრულდება. ქსელების რეაბილიტაციის შედეგად, გაფრინდაულის ქუჩის მაცხოვრებლებისწყალმომარაგება უფრო საიმედო გახდება.მიმდინარე სამუშაოებით დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილე ზურაბ უგულავა დაინტერესდა, რომელსაც შესრულებული და ჩასატარებელი სამუშაოები, დღეს, კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილემ - ომარ გოცირიძემ დაათვალიერებინა.
გაფრინდაულის ქუჩაზე, საერთო ჯამში,მთლიანად განახლდება წყალსადენისა და კანალიზაციის ყველა დიამეტრის ხანდაზმული ქსელი, მოეწყობა ახალი საკვანძო ჭები და დამონტაჟდება ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. შესაცვლელი მილების საერთო სიგრძე 400 მეტრს შეადგენს.
როგორც კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილე - ომარ გოცირიძე აღნიშნავს, გაფრინდაულის ქუჩაზე ამ ეტაპზე რეაბილიტაცია უტარდება საკანალიზაციო 150-მეტრიან ქსელს, უახლოეს დღეებში კი ახლით შეიცვლება წყალსადენის 250-მეტრიანი ქსელიც და მთლიანად განახლდება მწყობრიდან გამოსული ყველა განშტოება. გოცირიძის თქმით, კომპანია წყალსადენის განახლებულ ქსელებზე ასევე დაამონტაჟებს 4 ახალ ჩამკეტ ურდულს და მოაწყობს წყალსადენის 4 ახალ საკვანძო ჭას, საკანალიზაციო ქსელზე კი, პარალელურად, 3 ახალი საკვანძო ჭა მოეწყობა.
წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელის განახლების შემდეგ დიდუბის რაიონის გამგეობა ქუჩაზე სამანქანო და სავალი გზის მონაკვეთების რეაბილიტაციასა და ასფალტის საფარის დაგებას უზრუნველყოფს.
წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის პროცესი თბილისის სხვადასხვა უბანში წელსაც, გაწერილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. წლევანდელი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხანდაზმულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს თბილისის 70-მდე ქუჩაზე ახლით შეცვლის. ქუჩების ქსელების რეაბილიტაციის პროგრამას კომპანია თბილისის წყალსადენისა და წყალარინების სისტემების გაჯანსაღებისა და სტაბილური წყალმომარაგების მიზნით ახორციელებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი