31/03/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, გადასახადის დაფარვის შეხსენების მიზნით, თბილისელებს SMS-შეტყობინებას დაუგზავნის
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ კიდევ ერთი სიახლე დანერგა. დღეიდან, თბილისელ აბონენტებს, წყალმომარაგების მიმდინარე გადასახადის დაფარვის ბოლო ვადის შეხსენების მიზნით, კომპანია SMS-შეტყობინებას გაუგზავნის. ინფორმაციას მიმდინარე გადასახადის დაფარვის თაობაზე თბილისელები, წინასწარ, 2-3 დღით ადრე, ყოველ სამუშაო დღეს, 15:00 საათიდან მიიღებენ. SMS-შეტყობინებაში მითითებული იქნება აბონენტის ნომერი, მიმდინარე გადასახადის ოდენობა და მისი დაფარვის ბოლო ვადა. SMS-შეტყობინება ინდივიდუალურად გაეგზავნებათ იმ აბონენტებსაც, რომელთაც კომპანიის მიმართ გარკვეული დავალიანება ერიცხებათ. ამ შემთხვევაში SMS-შეტყობინებაში მითითებული იქნება დავალიანების ოდენობა კონკრეტულ აბონენტის ნომერზე.
როგორც კომპანიის ბილინგის სამსახურის ხელმძღვანელი - გიორგი სულაბერიძე განმარტავს, გადასახადის გადახდის ერთიანი ადმინისტრირების სისტემის პირობებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ეს ახალი სერვისი პირველ რიგში, მომხმარებლისთვის იქნება კომფორტული და სარგებლის მომტანი. მისი თქმით, ეს სერვისი აბონეტებს მინიმუმამდე შეუმცირებს გადასახადის დროულად დახდასთან დაკავშირებულ გაუგებრობასა და ელექტროენერგიის გათიშვის ალბათობასაც მაქსიმალურად გამორიცხავს.
რაც შეეხება იმ აბონენტებს, რომელთაც წყალმომარაგების გადასახადის გადაუხდელობით გარკვეული დავალიანება დაუგროვდათ, გიორგი სულაბერიძის თქმით, მათ შეუძლიათ კომპანიის რაიონულ სერვისცენტრებს მიმართონ, სადაც დავალიანების დასაფარად ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებენ და, შესაბამისის შეთანხმების საფუძველზე, 36 თვეზე ან გაცილებით ხანგრძლივ პერიოდზე გაუნაწილებენ.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რეკომენდაციით მიმართავს თბილისელებს, ისარგებლონ კომპანიის უფასო და კომფორტული სერვისით და SMS-შეტყობინების მისაღებად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვებგვერდზე დარეგისტრირდნენ: http://www.georgianwater.com/ka/sms
რაც შეეხება იმ თბილისელ აბონენტებს, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ისინი რეგისტრაციის გავლას კომპანიის რაიონულ სერვისცენტრებში შეძლებენ.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი