24/06/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მდინარე ვერეს ხეობაში მინი-გამწმენდი ნაგებობა მოაწყო
დღეიდან, მდინარე ვერეში, საკანალიზაციო წყლების ჩადინება აღარ მოხდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მდინარე ვერეს ხეობაში, დროებით, ადგილობრივი მინი-გამწმენდი ნაგებობა მოაწყო, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანებულ საკანალიზაციო კოლექტორს მიუერთა. დანადგარი კომპანიამ სპეციალურად შექმნა იმ მიზნით, რომ მდინარე ვერეში საკანალიზაციო წყლების ჩადინება აღეკვეთა. მინი-გამწმენდ ნაგებობაში დაზიანებული კოლექტორიდან გამოსული საკანალიზაციო წყლები იკრიბება, მუშავდება და იქიდან, გაწმენდილი სახით გამოედინება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აღნიშნული საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიებაა, რადგან მდინარე ვერეს ხეობაში გზისა და საკანალიზაციო კოლექტორის რეკონსტრუქციას, დაახლოებით, 30 დღე დასჭირდება. ამ პერიოდის მანძილზე, ადგილობრივი მინი-გამწმენდი ნაგებობის მეშვეობით, მდ. ვერეში დაბინძურებული წყლები აღარ მოხვდება. რაც შეეხება საკანალიზაციო კოლექტორს, მისი პირვანდელი სახით აღდგენა საგზაო და გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კიდევ ერთხელ შეახსენებს დედაქალაქის მოსახლეობას, რომ თბილისელებისთვის მიწოდებულ სასმელ წყალს არანაირი კავშირი არ აქვს მდინარე ვერეს წყალთან, რადგან დედაქალაქი სასმელი წყლით არაგვის ხეობიდან მარაგდება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი