ახალი ამბები
...

31/07/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” თემქაზე მდებარე ხანდაზმულთა პანსიონატში წყალარინების შიდა ინფრასტრუქტურას აწესრიგებს

 

თბილისის ზღვაზე მდებარე „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს“, სულ მალე, წყალარინების გამართული  შიდა ქსელი ექნება.  პანსიონატს დახმარებას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” უწევს და ავარიულად ამორტიზებული შიდა საკანალიზაციო კომუნიკაციები, ტექნიკური ნორმების დაცვით, ახლიდან გაჰყავს.

 

ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე მდებარე ხანდაზმულთა პანსიონატსა და მის ბენეფიციარებს  ავარიული, წითელ ხაზებში მოქცეული, საკანალიზაციო ქსელი, რომელიც ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო გაყვანილი, რამდენიმე წელია სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

 

 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ხანდაზმულთა პანსიონატისთვის შიდა საკანალიზაციო ქსელის მოწყობის პროექტი უკვე შეიმუშავა. კომპანია დღეიდან ახალი 150 მმ-იანი ქსელის მოწყობის სამუშაოებს შეუდგა, რასაც რამდენიმე დღეში დაასრულებს კიდეც. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ყველა ის პრობლემა მოწესრიგდება, რაც აქამდე ხანდაზმულთა პანსიონატს გაუმართავი ქსელების გამო ექმნებოდა. 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად