ახალი ამბები
...

10/09/2015 ამერიკული კომპანია AECOM-ის ექსპერტებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ თავიანთი მოსაზრებები წარუდგინეს


ამერიკული კომპანია AECOM-ის ექსპერტებმა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დირექტორთა საბჭოს წევრებმა, დღეს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. შეხვედრას, რომელიც რადენიმე საათი გაგრძელდა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წამყვანი სპეციალისტებიც ესწრებოდნენ.

 

AECOM-ის ექსპერტებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დირექტორთა საბჭოს, კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმასთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებები და ხედვები გაუზიარეს.  აღნიშნულის შესახებ სრულყოფილი დოკუმენტის შედგენა გარკვეულ დროსა და ერთობლივ მუშაობას მოითხოვს.    

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მოწვევით, თბილისში,  უმსხვილესი ამერიკული კომპანია AECOM-ის ექსპერტები იმყოფებიან. AECOM-ი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ განვითარების გეგმის შემუშავებაში დაეხმარება, რაც ქართულ კომპანიას საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე (IPO) გასვლაშიც შეუწყობს ხელს.   

 

 

 

სხვა კატეგორიები
...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად