08/10/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ ზამთრის სეზონისთვის მზადება დაიწყო
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ზამთრის სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა. ამ მიზნით, ნოემბრის ბოლომდე, კომპანია რიგი ტექნიკური ღონისძიებების გატარებას გეგმავს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ზამთრის პერიოდში დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგების მიზნით, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეტაპობრივად განახორციელებს. სისტემის მდგრადობისთვის განსახორციელებელ სხვადასხვა სამუშაოსთან ერთად, კომპანია წყალსადენის ქსელებზე დამატებით ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებსაც დაამონტაჟებს.
აღნიშნული სამუშაოების ჩატარება, ოქტომბერსა და ნოემბერში იგეგმება. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ღონისძიება რომელიმე უბანსა ან ქუჩაზე წყალმომარაგების შეწყვეტას გამოიწვევს, მოსახლეობის ინფორმირება წინასწარ მოხდება, როგორც მედიასაშუალებებით, ასევე ინდივიდულურად, SMS-შეტყობინებების, კომპანიის ფეისბუქისა, ვებგვერდის მეშვეობით.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი