04/11/2015 “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის წყალმომარაგებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს დღეს დაასრულებს
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს დღეს დაასრულებს. კერძოდ, კომპანიამ რეაბილიტაცია ჩაუტარა დიღმის ველზე მდებარე რამდენიმე საკვანძო მაგიტრალს, რომელთა მეშვეობით თბილისის დიდი ნაწილი სასმელი წყლით მარაგდება.
ამ მასშტაბური პროექტის განხორციელების შედეგად, საბურთალოს, ვაკის და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობის წყალმომარაგება გაცილებით საიმედო გახდება.
პროექტის ფარგლეში სამუშაოები სამ ეტაპად განხორციელდა. ახლით შეიცვალა 900 მმ-იანი, 1200 მმ-იანი და 1400 მმ-იანი მაგისტრალური წყლის მილების ამორტიზებული მონაკვეთები. შეცვლილი მონაკვეთების საერთო სიგძემ 1200 მეტრი შეადგინა. აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ უახლესიტიპისჩამკეტ-მარეგულირებელიურდულებიცდაამონტაჟა, რაც, სამომავლოდ, ქსელებში წყლის განაწილების პროცესს გააუმჯობესებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი