05/11/2015 რუსთავში, წყალსადენის ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს რუსთავის მერი გაეცნო
კომპანია „რუსთავის წყალი“ ქ. რუსთავში, დოლიძისა და გონაშვილის ქუჩებზე, თვეზე მეტია, სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. მიმდინარე სამუშაოები, დღეს, რუსთავის მერს, დავით ჯიქიას, კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე მერაბ კანდელაკმა გააცნო.
როგორც მერაბ კანდელაკი აცხადებს, გონაშვილისა და დოლიძისა ქუჩებზე ახლით შეიცვალა 1000 მეტრამდე სიგრძის წყალსადენის სხვადასხვა დიამეტრის ქსელი, ადგილზე მოეწყო საკვანძო ჭები და ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. აღნიშნულ მონაკვეთზე თითქმის ოცდაათი წელია, წყალგაყვანილობა არ შეცვლილა. „რუსთავის წყალი“ შიდაკვარტლური ქუჩების წყალსადენის ქსელების რეაბილიტაციას ქალაქის მუნიციპალიტეტთან ერთად, გაწერილი პროექტის ფარგლებში ახდენს. გონაშვილისა და დოლიძის ქუჩებზე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, სასფალტის საფარი დაიგება.
მიმდინარე წელს „რუსთავის წყალმა“ 40-მდე ქუჩაზე წყალსადენის მოძველებული და ამორტიზირებული მილები, ახლით შეიცვალა. წლის ბოლომდე დაგეგმილია წყალსადენის კიდევ რამდენიმე შიდაკვარტლური ქსელის რეაბილიტაცია, რაც შეამცირებს დანაკარგებს წყალსადენის ქსელებში და ხელს შეუწყობს რუსთავის მოსახლეობის უწყვეტ წყალმომარაგებას.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი