25/11/2015 თბილისის საკრებულო და “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახალი ინიციატივით გამოდიან
ქ. თბილისის საკრებულო და კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ახალი მენეჯმენტი ახალი ინიციატივით გამოდიან. კერძოდ, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ეფექტურად და კოორდინირებულად წარმართვის მიზნით, ყველა რაიონში შეიქმნება თბილისის საკრებულოს, რაიონული გამგეობებისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფები. სამომავლოდ, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოები, მათ შორის წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია, სამუშაო ჯგუფების მიერ ერთობლივად დაიგეგმება. სამუშაო ჯგუფები ტექნიკური სამუშაოების დადგენილ ვადებში დასრულებასაც გაუწევენ მონიტორინგს.
ახალი ინიციატივის შესაბამისად, მუხიანი 2-ის დასახლებაში წყალსადენის ქსელების რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები თბილისის საკრებულოს, გლდანის რაიონის გამგეობისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ დაიგეგმა. სამუშაოები, დღეს, კომპანიის ოპერაციების მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესა და გლდანის რაიონის გამგებელ ბესიკ ქარცივაძეს ადგილზე გააცნო.
მუხიანი 2-ში, რომელიც თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ წყალსადენის ახალი გამანაწილებელი ქსელები და განშტოებები გაჰყავს. საერთო ჯამში, დასახლებაში უკვე მოეწყო წყალსადენის 650 გრძივი მეტრი ახალი ქსელები, დამონტაჟდა წყლის წნევის თანამედროვე ტიპის 10 რეგულატორი, 22 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყო წყალსადენის 35 საკვანძო ჭა. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულების სტადიაშია. შედეგად, უმოკლეს დროში, მუხიანი 2-ის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი