ახალი ამბები
...

30/11/2015 ნუცუბიძის V მიკრორაიონში წყალსადენის მაგისტრალის რეაბილიტაციას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი უწევს მონიტორინგს

 

თბილისის საკრებულოსა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი ინიციატივის ფარგლებში, ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები, დღეს, ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე ზვიად ჭილაიამ და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციების მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა ადგილზე დაათვალიერეს.

 

ეს დედაქალაქში მიმდინარე ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული სამუშაოა, რომელიც, ერთობლივი ინიციატივის შესაბამისად, თბილისის საკრებულოს, ვაკის რაიონის გამგეობისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა დაგეგმა. სამუშაოების ჩატარება კონკრეტულ ვადაშია გაწერილი და მისი დროულად და ხარისხიანად შესრულებასაც სამუშაო ჯგუფი უწევს მონიტორინგს.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნუცუბიძის V მიკრორაიონში გამავალ 300 მმ-იანი მაგისტრალის 300-მეტრიან მონაკვეთს ახლით ცვლის. მაგისტრალი კვებავს 720-ე ნიშნულზე მდებარე რეზერვუარს, საიდანაც სასმელი წყალი ნუცუბიძის IV და V მიკრორაიონების მაცხოვრებლებს მიეწოდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება და მაგისტრალის ახალი მონაკვეთის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს იგეგმება. შედეგად, ნუცუბიძის IV და V მიკრორაიონებში მაგისტრალური ქსელის დაზიანების შემთხვევები, რაც  წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი ხდება, მინიმუმამდე შემცირდება.

 

თბილისის საკრებულოსა და კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ახალი მენეჯმენტის ინიციატივა, რაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების კოორდინირებულად წარმართვისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას ითვალისწინებს, უკვე ამოქმედდა. დღეისათვის, დედაქალაქის ყველა რაიონში შექმნილია საკრებულოს, რაიონული გამგეობებისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებს, მათ შორის წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციას, ერთობლივად გეგმავენ.  სამუშაო ჯგუფები ტექნიკური სამუშაოების დადგენილ ვადებში დასრულებასაც უწევენ მონიტორინგს.   

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად