02/12/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის დატაცების შემთხვევების გამოსავლენად ქმედებებს ააქტიურებს
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი მენეჯმენტი იმ ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროვებს, რომლებიც სასმელ წყალს უკანონოდ მოიხმარენ.
წყლის დატაცების შემთხვევების გამოსავლენად, კომპანია ბრძოლას ააქტიურებს, რაც მონიტორინგის გამკაცრებას, დარღვევების ოპერატიულად გამოვლენას და აღმოფხვრას ითვალისწინებს. დარღვევის მქონე ყველა ობიექტის მეპატრონე კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდება, ხოლო სასმელი წყლის დიდი ოდენობით დატაცების ფაქტებზე ინფორმაციას კომპანია საზოგადოებას გამოვლენისთანავე მიაწვდის.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად გამოავლინოს დატაცების შემთხვევები, რადგან წყლის უკანონო მოხმარება სერიოზულ მატერიალურ ზარალს აყენებს კომპანიას და ზრდის მის კომერციულ დანაკარგებს. ამავდროულად, კომპანია კომერციული აბონენტების ინტერესებსაც ითვალისწინებს და თანამშრომლობას სთავაზობს ყველა იმ ობიექტის მეპატრონეს, რომელიც სასმელ წყალს აქამდე უკანონოდ მოიხმარს. აღიარების შემთხვევაში, ისინი ჯარიმისგან გათავისუფლდებიან. თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, კომერციული ობიექტების მეპატრონეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ GWP-ის ცხელ ხაზს - 293 11 11 ან მიმართონ კომპანიის სათავო ოფისს (მისამართი: მ. კოსტავას I შესახვევი, 33, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ). „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან ანონიმურობა სრულად იქნება დაცული.
ბოლო პერიოდში, თბილისში, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და დატაცების შემთხვევების მატება შეინიშნება. ასევე, გახშირდა მრიცხველის განზრახ დაზიანების ფაქტებიც. ასეთი დარღვევები უფრო მეტად სხვადასხვა პროფილის კომერციულ ობიექტებსა და საწარმოებში ვლინდება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი