04/12/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზზე დაფიქსირებული არცერთი ზარი უპასუხოდ აღარ დარჩება
დღეიდან, უპასუხოდ აღარ დარჩება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზზე დაფიქსირებული არცერთი გამოტოვებული ზარი, რომელზეც პასუხის გაცემა მოლოდინის რეჟიმის გახანგრძლივების ან რაიმე სხვა ტექნიკური მიზეზის გამო აქამდე ვერ ხერხდებოდა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალმა მენეჯმენტმა, მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ახალი პროექტი აამოქმედა, რომლის მიზანია, მომხმარებლის არცერთი გამოტოვებული ზარი არ დატოვოს უპასუხოდ. კომპანია თავად დაამყარებს უკუკავშირს იმ აბონენტებთან, რომლებმიც ცხელ ხაზს დაუკავშირდებიან და სხვადასხვა მიზეზით, პრობლემის დაფიქსირებას ვერ შეძლებენ. პროექტის განსახორციელებლად, სპეციალურად, ახალი ტექნიკური მოდული შეიქმნა.
პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ აბონენტისა და ცხელი ხაზის ოპერატორის კავშირი ვერ შედგება, ტელეფონის ნომერი საინფორმაციო ბაზაში დაფიქსირდება, როგორც გამოტოვებული ზარი, რის შემდეგაც ცხელი ხაზის ოპერატორები აბონენეტებს თავად დაუკავშირდებიან. მომხმარებელთან უკუკავშირის შედეგად მიღებული ნებისმიერი შეკითხვა ან პრობლემა საერთო მონაცემთა ბაზაში დაფიქსირდება და კომპანიის შესაბამის სამსახურებს შესასრულებლად ავტომატურად გადაეცემა.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი