08/12/2015 სემეკის გადაწყვეტილებით რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში წყალმომარაგების ტარიფის შემცირების გამო, კომპანია „რუსთავის წყალი“ მართვის კრიზისულ რეჟიმზე გადადის
“რუსთავის წყლის” მენეჯმენტი აცხადებს, რომ ქალაქ რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში წყალმომარაგების ტარიფის 20%-ით შემცირებით, სემეკმა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გააუარესა.
„რუსთავის წყალი“ წამგებიანი ბიზნესი გახდა და ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას იწყებს. კომპანია იძულებულია შეამციროს საავარიო ბრიგადებისა და კომპანიის პერსონალის რაოდენობა, ქსელების შეკეთების ხარჯები, სახელფასო ფონდი.
ახლა უკვე წამგებიან კომპანიას მოუწევს, უარი თქვას არა მხოლოდ განვითარებაზე, არამედ ისეთ აუცილებელ პროექტებზე, როგორიცაა წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაცია, გამრიცხველიანების პროექტი, აუცილებელი ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლება.
კომპანიას ასევე შეექმნება ლიკვიდურობის პრობლემა კრედიტორებთან დროულ ანგარიშსწორებაში.
პასუხისმგებლობა გაუარესებული შედეგების გამო სემეკს ეკისრება.
კომპანიის მენჯმენტი ასევე მიიჩნევს, რომ სემეკის გადაწყვეტილება ხელს უშლის დარგის განვითარებას და აუარესებს საინვესტიციო გარემოს.
„რუსთავის წყალი“ სემეკის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი