ახალი ამბები
...

08/12/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, ერთი კვირის განმავლობაში, წყლის დატაცების 100-მდე შემთხვევა გამოავლინა


პეკინის გამზირზე მდებარე სასტუმრო „ია“-ს მეპატრონეს, ინდმეწარმე „იაკობ ბარამიძე“-ს ერთი თვის მანძილზე წყლის უკანონო მოხმარებისთვის, დამატებით  3 079 ლარი დაერიცხა, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „კერიის“ მეპატრონეს - 4 619 ლარი, ხოლო სანაპიროს ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაო, რომელიც შპს „გუდ თაირს“-ს ეკუთვნის,  ერთი თვის განმავლობაში 1 454 ლარის ღირებულების წყალს აღურიცხავად მოიხმარდა. სამივე ობიეტი წყლის დატაცებას უკანონო ხაზების მეშვეობით ახერხებდა.

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი მენეჯმენტი იმ ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროვებს, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით სასმელ წყალს უკანონოდ მოიხმარდნენ. მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში კომპანიის მობილურმა ჯგუფებმა, მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებული მოკვლევის შედეგად, წყლის დატაცების 100-მდე შემთხვევა გამოავლინეს. უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასური 142 000 ლარს შეადგენს.  ყველა დარღვევასთან დაკავშირებით, სემეკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, შედგა სათანადო ინდივიდუალური აქტი და მოხდა დატაცებული წყლის ოდენობის დაანგარიშება.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყლის დატაცების შემთხვევების გამოსავლენად, ისევ განაგრძობს აქტიურ ქმედებებს, რადგან წყლის უკანონო მოხმარება სერიოზულ მატერიალურ ზარალს აყენებს კომპანიას  და ზრდის მის კომერციულ დანაკარგებს. ამავდროულად, კომპანია თანამშრომლობას სთავაზობს ყველა იმ ობიექტის მეპატრონეს, რომელიც სასმელ წყალს აქამდე უკანონოდ მოიხმარს. აღიარების შემთხვევაში, ისინი ჯარიმისგან გათავისუფლდებიან. თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, კომერციული ობიექტების მეპატრონეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ GWP-ის ცხელ ხაზს - 293 11 11 ან მიმართონ კომპანიის სათავო ოფისს (მისამართი: მ. კოსტავას I შესახვევი, 33, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ). „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  მხრიდან ანონიმურობა სრულად იქნება დაცული.

 

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად