12/04/2010 GWP სოციალურ სფეროში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის დააჯილდოვეს
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სოციალურ სფეროში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის დააჯილდოვეს
"სოციალურ სფეროში შეტანილი თვალსაჩინო წვლილი" - ამ ნომინაციაში კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გახდა გამარჯვებული.
დაჯილდოვების ცერემონიალი, დღეს, 10 აპრილს, "ექსპო-ჯორჯიას" მე-11 პავილიონში გაიმართა, სადაც ეკონომიკის მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა 4 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიები დააჯილდოვა.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის" განკუთვნილი სპეციალური სიგელი და ჯილდო კომპანიის წარმომადგენელს - ადმინისტრაციულ დირექტორ ნიკოლოზ ბახტაძეს გადაეცა.
აღნიშნული ღონისძიება, შედგა "ექსპო-ჯორჯიაში" გამართული გამოფენის ფარგლებში, სახელწოდებით “დამზადებულია თბილისში”.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი