ახალი ამბები
...

04/05/2016 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" პრესკონფერენცია აბანოების წინააღმდეგ სასამართლო დავასთან დაკავშირებით - გოგირდის აბანოების 6 ტყუილი

 

 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალურ ოფისში კომპანიის იურიდიულმა მრჩეველმა იმედა დვალიძემ პრესკონფერენცია გამართა თბილისის აბანოების წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავის თაობაზე.

პრესკონფერნეციაზე,  კომპანიის სამართლებრივმა კონსულტანტმა ისაუბრა დავის მნიშვნელოვან დეტალებზე და უპასუხა იმ ბრალდებებს, რომელიც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, აბანოების წარმომადგენლების მხრიდან ისმის მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში.

დვალიძემ გამოყო 6 ტყუილი, რაზე აპელირებითაც, მისი თქმით, აბანოების მეპატრონეთა წარმომადგენლები ცდილობენ საზოგადოების, მათ შორის, მედიის, სასამართლოს და ხელისუფლების  შეცდომაში შეყვანას.

ტყუილი N 1

GWP მონოპოლისტია და ბოროტად სარგებლობს თავისი მდგომარეობით.

პასუხი N1 ტყუილზე:

  • კომპანია ე.წ. ბუნებრივი მონოპოლიაა, რომელიც სერვისის სპეფიციკურობიდან გამომდინარე ასეთი სახით არსებობს.
  • კომპანიის საქმიანობას მკაცრად არეგულირებს კანონმდებლობა, სემეკი და ანტიმონოპოლიური რეგულაციები.


ტყუილი N 2
 

GWP ცდილობს ხელი შეუწყოს აბანოების ბიზნესის სხვების მიერ „ხელში ჩაგდებას“

პასუხი N2 ტყუილზე:

  • საქმე ეხება ბიზნესსუბიექტებს შორის არსებული დავალიანების გასტუმრების თაობაზე დავას.
  • კომპანიის მოთხოვნები სრულად შეესაბამება კანონმდებლობას და კანონის აღსრულება არის მთავარი მოთხოვნა.


ტყუილი N 3

აბანოებს ტარიფი გაეზარდათ 2015 წლის თებერვლიდან

პასუხი N3 ტყუილზე:

  • ტარიფი არ გაზრდილა, პირიქით - შემცირდა. 90 თეთრის ნაცვლად, ახლა ტარიფი შეადგენს 85 თეთრს.
  • აბანოების შემთხვევაში, საქმე ეხება აღრიცხვიანობის მოწესრიგებას. სწორედ ამის საფუძველზე, 2015 წლის თებერვლიდან გაიზარდა მოცულობა და არა - ტარიფი.

ტყუილი N 4 

ახალი გადასახადი აბანოების ბიზნესს წამგებიანს ხდის.

პასუხი N4 ტყუილზე:

  • საშუალოდ, აბანოები გადაიხდიან თვეში 5000 ლარს კომპანიის მომსახურებაში და გამოდის რომ, ეს დამატებითი 5000 ლარი „ანგრევს“ მთელ ბიზნესმოდელს?
  • დაახლოებით იგივე მოცულობის გადასახადს იხდიან აბანოები გოგირდის წყლებში, ელექტროენერგიის მოხმარებასა და სხვა სერვისებში. მხოლოდ GWP-ის გადასახადი რატომ არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი, ან მხოლოდ GWP-იმ რატომ უნდა გაითვალისწინოს აბანოების ბიზნესინტერესები და არა სერვისების სხვა მიმწოდებლებმა?

ტყუილი N 5

აბანოები იხდიან გადასახადს მაშინაც, როდესაც  არ მუშაობენ.

პასუხი N5 ტყუილზე:

  • აბანოების ბიზნესი 24-საათიან მომსახურებაზეა გათვლილი. თუ ისინი რესურსებს ვერ იყენებენ 100%-იანი დატვირთვით, ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესრისკი, რომელიც დამახასიათებელია აბანოებისთვის.
  • GWP -იც  24-საათიანი მომსახურებით უზრუნველვყოფს აბანოებს და წევს შესაბამის ხარჯებს.

ტყუილი N 6

დაგროვილი დავალიანების გადახდა გააკოტრებს აბანოებს და ისინი დაიკეტებიან!

პასუხი N6 ტყუილზე:

  • GWP სთავაზობს აბანოებს რესტრუქტურიზაციის გეგმას და მზად არის მოლაპარაკებისთვის!
  • ჩვენი ინტერესი არსებული პრობლემის მოგვარებაა

 

დვალიძის განმარტებით, ცივილიზებული ურთიერთობები ითვალისწინებს ან გულისხმობს, რომ გოგირდის აბანოების მესაკუთრეები, ან  უნდა შეეგუონ არსებულ ვითარებას, მიიღონ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კეთილი ნება და  დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე სამსჯელოდ განეწყონ, ან საკუთარი არგუმენტებით (თუკი ასეთი გააჩნიათ) უნდა წარსდგნენ სასამართლოში.

 

ყველა სხვა შემთხვევა, იქნება ეს საპროტესტო აქციები აბანოების მომსახურე პერსონალის ფონზე, აბანოების დახურვის მუქარა თუ სხვა, ბუნებრივია, არის მხოლოდ და მხოლოდ შანტაჟის მცდელობა. 

ჩვენი კომპანია კი  შანტაჟს არ ექვემდებარება, შანტაჟით გადაწყვეტილებები არ მიიღება. სიმართლე ერთია, ის ცხადია და ის არ არის გოგირდის აბანოების მეპატრონეთა მხარეზე. სწორედ, ამიტომაც გაურბის მას  უარგუმენტო ოპონენტი მხარე და ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, – აცხადებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ იურიდიული მრჩეველი, იმედა დვალიძე. 

  

კომპანია”ჯორჯიანუოთერენდფაუერი”

 

სხვა კატეგორიები
...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად