10/05/2016 სემეკის წარმომადგენლებმა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ობიექტები დაათვალიერეს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლებმა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ობიექტები დაათვალიერეს.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს წყლის ხარისხის კონტროლის ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ცენტრალური ლაბორატორია, ღრმაღელის საფილტრე სადგური - სადაც ხდება ნედლი წყლის დამუშავება სასმელ პროდუქტამდე.
ასევე მოინახულეს საგურამოჰესის მშენებლობის პროცესი და საგურამოს სატუმბო სადგური. ეწვივნენ მისაქციელის ახალ წყალსადენს და დაათვალიერეს საინფილტრაციო მოედნები, სადაც წყალი ბუნებრივ ფილტრაციას გადის.
შეხვედრას ესწრებონენ - ირინამილორავა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე;
კომისისი წევრები - გოჩაშონია და გიორგიფანგანი,
ასევე წყალმომარაგების დეპარტამენტისა და ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელები.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან შეხვედრას უძღვებოდნენ
გიორგი ცხადაძე - კომპანიის გენერალური დირექტორი, მამუკა კიკალიშვილი - დირექტორი ოპერაციების მართვის დარგში,
თამარ ნიკურაძე - ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური საგამოცდო ლაბორატორიის უფროსი და კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლები.
ვიზიტის მიმდინარეობისას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელობამ, სემეკის წარმომადგენლებს კომპანიის სამომავლო გეგმები და საინვესტიციო პროექტები გააცნო.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი