14/05/2016 თბილისში, სასმელი წყლის ხარისხის პარამეტრები უცვლელია
თბილისის მოსახლეობაში, ვრცელდება ინფორმაცია, წყლის სუნთან დაკავშირებით და მოსახლეობის მხრიდან გაჩნდა კითხვები წყლის ხარისხის შესახებ.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ წყლის ხარისხის პარამეტრები უცვლელია. სასმელი წყლის ხარისხი დედაქალაქში აბსოლუტურად აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მაკონტროლებელი ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მიერ, 24 საათიან რეჟიმში, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ხდება წყლის ხარისხის შემოწმება და ყველა პარამეტრი მკაცრად არის დაცული.
ინდივიდუალურად, აბონენტის მოთხოვნის შემთხვევაში, 24 საათიან რეჟიმში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს ნომერზე - 293 11 11. კომპანიის ლაბორატორიის წარმომადგენლები, კონკრეტულ მისამართზე, აბონენტის ონკანიდან აიღებენ წყლის სინჯს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი