09/06/2016 „ანგარიში თბილისს“ - "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახალ კამპანიას იწყებს
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახალ კამპანიას იწყებს - ამის თაობაზე GWP -ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ განაცხადა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ გამოაცხადა ახალი კამპანია, სახელად „ანგარიში თბილისს“ და ამ კამპანიის ფარგლებში გარკვეული პერიოდულობით ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტი თბილისის მოსახლეობას ანგარიშს ჩააბარებს.
დედაქალაქის მოსახლეობის წინაშე წარვსდგებით, როგორც წყალმომარაგების სისტემაში, ასევე ენერგეტიკაში გაკეთებული და დაგეგმილი კონკრეტული პროექტებით.
მართლაც დიდ სამუშაოს ეწევა კომპანია, რომელშიც 2 300–ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ჩვენ გვაკისრია უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა – უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში სასმელად ვარგისი წყლით ვამარაგებთ საქართველოს დედაქალაქს, 472 ათასზე მეტ აბონენტს. რა თქმა უნდა, ჩვენმა მომხმარებლებმა, თბილისის მოსახლეობამ, დეტალურად უნდა იცოდეს კომპანიის გეგმები და შესაძლებლობები“, – ამბობს ცხადაძე
GWP -ის პირველი „ანგარიში თბილისს“ ხვალ, 11:00 საათზე, კომპანიის სათავო ოფისშია დაგეგმილი.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი