ახალი ამბები
...

09/06/2016 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2016 წელს მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს

 

 

ამის შესახებ „რეზონანსთან“ საუბარში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ განაცხადა.

 

 ცხადაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ხორციელდება შემდეგი საინვესტიციო პროექტები: 

140 ქუჩაზე 100 კილომეტრზე მეტი სიგრძის ქსელის რეაბილიტაცია;  6 000–ზე მეტი ახალი, ევროსტანდარტის, ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულის დამონტაჟება. ჟინვალის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაცია; საგურამოს 4,4 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა; ბოდორნა–ღრმაღელის 38 კილომეტრიანი გვირაბის რეაბილიტაცია. ასევე დაგეგმილია კიდევ ერთი ახალი ჰიდროელექტროსადგურის, ბოდორნა ჰესის მშენებლობა.

ეს პროექტი ამჟამად კვლევითი სამუშაოების ეტაპზეა. GWP -ის  მონაცემებით, აღნიშნული სამუშაოების პროცესში დამატებით 1000–ზე მეტი ადამიანის დასაქმება მოხდება. „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს არის ინვესტიციები, რომელთა განხორციელებასაც კომპანია საჭიროდ და აუცილებლად მიიჩნევს თბილისის წყალმომარაგების სისტემის განსავითარებლად“, – ამბობს გიორგი ცხადაძე.

სხვა კატეგორიები
...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად