ახალი ამბები
სხვა კატეგორიები
13/06/2016 „ანგარიში თბილისს“ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიიდან ერთი წლის თავზე
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის შესახებ, თბილისის მოსახლეობას ანგარიშს აბარებს.
2015 წლის 13 ივნისს, დილიდან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური სამუშაო ბრიგადები სტიქიის ზონაში მობილიზებული იყვნენ და ფორსმაჟორულ რეჟიმში, მასშტაბური ზიანის აღსადგენად ოპერატიულ სამუშაოებს აწარმოებდნენ.
სტიქიის ზონაში კომპანიამ 3 კილომეტრამდე დაზიანებული სხვადასხვა დიამეტრის, წყალსადენი და წყალარინების ქსელები აღადგინა და მათი ნაწილი ახლით შეცვალა.
კომპანიამ განახორციელა:
წყნეთი-ახალდაბა და კოჯორი-კიკეთის დამაკავშირებელ გზებზე - წყალსადენი ქსელების რეაბილიტაცია
ბაგები-წყნეთის გზატკეცილზე - წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია
მთაწმინდის, კრწანისის, ვაკის და საბურთალოს რაიონებში დაზარალებულ ქუჩებზე - წყალსადენი და წყალარინების ქსელების რეაბილიტრაცია.
ზოოპარკის მთელ ტერიტორიაზე - წყალსადენის და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია
წავკისის ხევში, ტაბახმელას მიმარტულებით - ჭების და დაზიანებული ურდულების რეაბილიტაცია
ტაბახმელაში - დაზიანებული ურდულების რეაბილიტაცია
ფალიაშვილის ქუჩაზე - წყალარინების კოლექტორის რეაბილიტაცია
წყნეთის ქვედა ზინიდან, ვაკე-საბურთალოს გვირაბამდე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია
8 ახალი აკვედუკის მოწყობა - თამარაშვილის, ყიფშიძის, სვანაძის ქუჩებზე, ბაგების და წყნეთის ესტაკადებზე.
სტიქიის ზონაში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აღდგენით და სარეაბილოტაციო სამუშაეობი, ჯამში, 50-მდე ობიექტზე განხორციელა.
კომპანიის მიერ გაწეულმა დანახარჯმა 3 000 000 ლარდე შეადგინა.
კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” (GWP)
13.06.2016
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი