ახალი ამბები
...

17/06/2016 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ახალ სერვისცენტრში 2015 წლის 13 ივნისის მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა მოაწყო

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დღეს პირველი ახალი ტიპის, განახლებული სერვისცენტრი გახსნა. პირველი განახლებული სერვისცენტრი ისანი-სამგორის რაიონის მოსახლეობას გაუწევს მომსახურეობას. სერვისცენტრში მომხმარებელს მომსახურების გაუმჯობესებულ სტანდარტებს შეთავაზებენ. განახლებულ სერვის ცენტრში მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტია შექმნილი, სერვის ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, განახლებული ინტერიერით და ავეჯით. მომხმარებლებს განახლებულ სერვის ცენტრში ოპერატიულ და ხარისხიან მომსახურებას გაუწევენ.

 

ახალი სერვის ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გულიკო ზუმბაძე, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი და  ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე რამაზ დიღმელაშვილი.

 

ისანი-სამგორის სერვისცენტრში მოწვეულ სტუმრებს დღეს 2015 წლის 13 ივნისის მოვლენების ამსახველი ფოტორეპორტაჟი შესთავაზეს. ღონისძიებას ფოტორეპორტაჟის ავტორები, ფოტორეპორტიორი გიორგი ისაკაძე და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ბილინგის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი სულაბერიძეც ესწრებოდნენ. გამოფენილი იყო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ჩატარებული სამუშაოების ამსახველი ფოტოებიც. კომპანიამ სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 3 მილიონი ლარი დახარჯა.

უახლოეს მომავალში კომპანია თანამედროვე ტიპის კიდევ ორ ახალ სერვის ცენტრი გახსნის, რომლებიც ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის რაიონების მოსახლეობას გაუწევს მომსახურეობას. 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად