ახალი ამბები
...

17/06/2016 ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სამგორის რაიონში ჭირნახულის ქუჩაზე  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა -  1 კმ სიგრძის მაგისტრალური ძველი წყალსადენი ახლით შეიცვალა.  აღნიშნულის შედეგად, სამგორის რაიონში, ლილოს დასახლების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ამავე რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩიდან გამავალი ყველა ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაო დასრულების ეტაპზეა. შეიცვლება, როგორც წყლის ასევე წყალარინების ამორტიზებული ქსელები.

 

მთაწმინდის რაიონში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე,  წავკისის მიმართულებით, წყალსადენის ახალი 1 კმ-იანი  ქსელის მოწყობის სამუშაოები, დასრულების ეტაპზეა. შედეგად დედაქალაქის  ზედა ზონებს -  წავკისს, შინდისს, ტაბახმელას, კოჯორს, კიკეთს და ახალდაბას  ალტერნატიული წყალმომარაგების შესაძლებლობა ექნებათ, რაც სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

 

ასევე,  ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“,  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე - წყალსადენის 900 მეტრიანი და წყალარინების 120 მეტრიანი ძველი მონაკვეთები ახლით შეიცველბა.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გლდანის რაიონშიც,  მებაღიშვილის ქუჩაზე -  500 მეტრიანი წყალსადენის მაგისტრალური მონაკვეთი ახლით შეიცვლება.
ამავე რაიონში, ბიჭვინთის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზე გადავიდა, სადაც, მაგისტრალური წყალსადენის 800 მეტრიანი ძველი მონაკვეთი  შეიცვლება.

 

აღნიშნული სამუშაოები ზემოთ მოცემულ უბნებში სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.    

 

 

სხვა კატეგორიები
...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად