ახალი ამბები
...

23/06/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად დასაქმების ფორუმს იწყებს

1 ივლისიდან,  კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების  სააგენტოსთან ერთად, წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის, ახალ პროექტს იწყებს.

 

პროექტის მიზანია ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებული ტალანტების, ინოვაციური იდეების მქონე ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების დამამთავრებელ კურსზე მყოფი სტუდენტების და მაგისტრანტების მოზიდვა.

 

ღონისძიება ტექნოპარკში ჩატარდება.  პროექტი შემდეგ ეტაპებს მოიცავს:  

 

 

        1 ივლისი - დასაქმების ფორუმი

        2 ივლისი - კრეათონი

        4 ივლისი - საზეიმო დახურვა და დაჯილდოების ცერემონიალი

 

კრეათონის პროცესში შექმნილ საუკეთესო პროექტებს ჟიური გამოავლენს. ჟიურის წევრები, GWP-ის მენეჯმენტის წარმომადგენლები და საგანგებოდ მოწვეული  დარგის სპეციალისტები იქნებიან.

 

დასაქმების ფორუმისა და კრეათონის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო პროექტების ავტორები ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“   სამთვიან სტაჟირების პროგრამას გაივლიან, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

 

პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება

 

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტების განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს.

 

სხვა კატეგორიები
...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად