30/06/2016 მედიატური ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ობიექტებზე
დღეს, 30 ივნისს, მედიის წარმომადგენლებმა კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ობიექტები დაათვალიერეს.
ჟურნალისტებმა მედიატურის ფარგლებში, ღრმაღელეს საფილტრე სადგური, საგურამოს სატუმბო სადგური და ლაბორატორია მოინახულეს, სადაც წყლის ანალიზი 24 საათიან რეჟიმში კეთდება.
შეხვედრას ,,მაესტროს“, ,,რუსთავი 2-ის“, ,,სააგენტო პირველის“, ,,კავკასპრესის“, ,,ჯორჯიან თაიმსის“, ,,ბანკები და ფინანსების“, ,,რეზონანსის“, ,,ინფო 9-ის“, ,,რეპორტიორის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუმრებმა ასევე, "საგურამოჰესის" მშენებლობის პროცესი მოინახულეს, რომლის დასრულებაც მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეშია დაგეგმილი.
მედიის წარმომადგენლებმა ნატახტრის წყალშემკრები ნაგებობა, მისაქციელის საინფილტრაციო მოედნები და ჟინვალის წყალსაცავი დაათვალიერეს.
სტუმრებს წყალმომარაგების პროცესი კომპანიის უხუცესმა თანამშრომელმა ნიკოლოზ კაკუშაძემ გააცნო, რომელიც კომპანიაში 1973 წლიდან მუშაობს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მსგავს საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი