ახალი ამბები
...

01/07/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად დასაქმების ფორუმი დაიწყო

დღეს, 1 ივლისს,  ტექნოპარკში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად  დასაქმების ფორუმი დაიწყო.


დასაქმების ფორუმის მიზანია, განვითარებაზე ორიენტირებული, ინოვაციური იდეების მქონე ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების  სტუდენტების და მაგისტრანტების მოზიდვა.


სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დასაქმების ფორუმში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაერთო.

 

სოციალური მომსახურების სააგენტომ, მათ სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებულ 18 ათასამდე სამუშაოს მაძიებელს, ფორუმის აქტუალური პროფესიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დასაქმების ფორუმზე მოიწვია.

 

დღეს, 1 ივლისს, ტექნოპარკში დასაქმების ფორუმის მონაწილეებთან შეხვედრა მიმდინარეობს.


2 ივლისს ჩატარდება კრეათონი, სადაც GWP-ის მენეჯმენტის წარმომადგენლები და საგანგებოდ მოწვეული  დარგის სპეციალისტები საუკეთესო პროექტებს გამოავლენენ.

 

4 ივლისს, ფორუმის დახურვა და საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

გამარჯვებულები  ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“   სამთვიან სტაჟირების პროგრამას გაივლიან, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

 

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტების განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს.

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად