04/07/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ დასაქმების ფორუმის გამარჯვებულები გამოავილნა
დღეს 4 ივლისს, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
I ადგილი - საუკეთესო პროექტის ავტორი გუნდი - "გამბუზია" (აგრარული უნივერსიტეტი)
II ადგილი - გუნდი "ნოვატორები" (თსუ, სტუ)
III ადგილი - გუნდი "FOGY" ( სანდიეგოს უნივერსიტეტი)
დასაქმების ფორუმში, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების 400-მდე სტუდენტმა და მაგისტრანტმა, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებულმა სამუშაოს მაძიებლებმა მიიღეს მონაწილეობა.
კრეათონზე 15-მა სამუშაო ჯგუფმა GWP-ის მენტორებთან ერთად წყალმომარაგების სფეროს ინოვაციურ იდეებზე იმუშავეს და პროექტები პრეზენტაციის სახით წარადგინეს.
ჟიურიმ სამი საუკეთესო ინოვაციური იდეის მქონე, გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე, ოპერაციების დირექტორი მამუკა კიკალიშვილი, კომუნიკაციების დირექტორი ეკატერეინე ბერიძე, ფინანსური დირექტორი გიორგი ვახტანგიშვილი.
ასევე აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ელექტრო სისტემებისა და კომპიუტერული ინჟინერიის დარგში აკაკი ფაღავა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტმენტის უფროსი - ელზა ჯგერენაია
გამარჯვებულები კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან“ ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან და სამთვიან სტაჟირების პროგრამას გაივლიან, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
გამარჯვებულები, სტაჟირების პერიოდში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ეხება, თვეში 150 ლარის ოდენობის სტიპენდიას მიიღებენ.
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტების განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი