ახალი ამბები
...

08/07/2016 ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტმა ეკონომიკის ექსპერტებს კომპანიის განვითარების სტრატეგია გააცნო

დღეს 8 ივლისს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი მენეჯმენტი,  კომპანიის  განვითარების სტრატეგიულ გეგმებთან დაკავშირებით, ეკონომიკის ექსპერტებს შეხვდა.

 

საუბარი შედგა იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რაც ბოლო პერიოდის მანძილზე კომპანიაში განხორციელდა.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა - გიორგი ცხადაძემ  წარადგინა ახალი მენეჯმენტი და მოწვეულ სტუმრებს კომპანიის სისტემური განვითარების მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო.

„დასახული გვაქვს მართლაც ამბიციური მიზნები, ვემზადებით ლონდონის საფონდო ბირჟაზე დასარეგისტრირებლად, რისთვისაც უკვე დაწყებულია სამუშაოები. ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გახდა ფიტჩის რეიტინგის BB-ის მფლობელი, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენული რეიტინგია და მნიშვნელოვანი მიღწევაა კომპანიისთვის“- აღნიშნა გიორგი ცხადაძემ.

 

კომპანიის საინვესტიცო მიმართულებებზე, მათ შორის ენერგეტიკულ პროექტებზე, ჰესების მშენებლობაზე, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე კომპანიის საინვესტიციო პოლიტიკის  სამსახურის უფროსმა - გურამ ახვლედიანმა ისაუბრა.

 

დედაქალაქის წყალმომარაგებაზე და ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტებზე, წარმოების დირექტორის მოადგილემ, მთავარმა დისპეჩერმა - თემურ ჯანელიძემ ისაუბრა.

 

პრეზენტაციის დასრულებიასას კომპანიის მენეჯმენტსა და ეკონომიკის ექსპერტებს შორის აღნიშნულ საკითხებზე აქტიური დისკუსია გაიმართა.

 

მსგავსი ტიპის შეხვედრებს კომპანია სამომავლოდაც გააგრძელებს.

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად