11/07/2016 „GWP აკადემიის“ პირველი ეტაპის კურსდამთავრებულებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ობიექტები დაათვალიერეს
შაბათს, 9 ივლისს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტმა, „GWP აკადემიის“ პირველი ეტაპის კურსდამთავრებულთათვის, პრაქტიკული სწავლების მიზნით კომპანიის ობიექტებზე ტური მოაწყო.
აკადემიის 35-მა მსმენელმა მენტორებთან ერთად ღრმაღელის საფილტრე სადგური, საგურამოს სატუმბო სადგური და ლაბორატორია მოინახულეს. ტურის ფარგლებში ასევე, ,,საგურამოჰესი“, მისაქციელის საინფილტრაციო მოედნები და ჟინვალის წყალსაცავი დაათვალიერეს.
აღნიშნულ ტურს „GWP აკადემიის“ მენტორები - ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური საგამოცდო ლაბორატორიის უფროსი თამარ ნიკურაძე, სამგორის საფილტრე სადგურის ექსპლუატაციის სამსახურის ტექნოლოგი გიორგი დემურიშვილ და სატუმბო სადგურებისა და რეზერვუარების დეპარტამენტის უფროსი გია მაღრაძე უძღვებოდნენ. მათ კურსდამთავრებულებს GWP -ის ობიექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტმა, კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების დარგობრივი კომპეტენციის განვითარების მიზნით, GWP აკადემიის პროექტის განხორციელება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში მენტორებად დიდი გამოცდილების მქონე ცხრა ექსპერტ-თანამშრომელი გამოიყო და პირველი ეტაპის 6 მოდული - წყალმომარაგება/ წყალარინება, პროექტირება და წყლის ხარისხის მართვა, 35-მა მსმენელმა წარმატებით გაიარა.
თანამშრომელთა პროფესიული და კარიერული განვითარების პროგრამა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება. მომდევნო ეტაპებზე, კომპანიისთვის სტრატეგიული მიდგომებისა და თანამედროვე მიმართულებების შესასწავლად GWP-ს მენეჯმენტი გარე ექსპერტების მოწვევას გეგმავს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი