19/08/2016 მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება
მთაწმინდის რაიონის ქუჩების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა - ახლით შეიცვალა წყალსადენის ქსელის მოძველებული 1200 მეტრი სიგრძის მონაკვეთი. ასევე, წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესებისთვის კომპანიამ, ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.
აღნიშნული სამუშაოები დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციული მართვის დირექტორმა მამუკა კიკალიშვილმა, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ და მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა მოინახულეს.
ამაღლების ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მერიის კეთილმოწყობის სამსახური შემოდგომაზე დაასრულებს. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
ახლადშეცვლილი წყალსადენის ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით დღეს, 19 აგვისტოს, საღამოს 21:00 საათიდან ხვალ, 20 აგვისტოს დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება მთაწმინდის რაიონის ნაწილს:
გერგეთის, ამაღლების, მაყაშვილის, წავკისის, შინდისის, ავთანდილის, ოქროყანის, სავანელის, ს.მესხის, კოჯრის, ასათიანის, შ. დადიანის, ლერმონტოვის, ტაბიძის, ი.მაჩაბლის, გ.ქიქოძის, პ.ჭონქაძე, იაშვილის, ახოსპირელის, აბესაძის, ჯიბლაძის, საიათნოვას, აბო თბილელის, აბოვიანის, ხოდაშენის, ხანძთელის, ა. კათალიკოსის, ივერიის, ლესელიძის, სიონის, იერუსალიმის, ბეთლემის, ასკანის, გომის, თუმანიანის, სამღებროს, საადის, ბოტანიკურის, ორპირის და სალმის ქუჩებს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით ეგზავნებათ.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის www.gwp.ge მეშვეობით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი