26/08/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს
კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის მშენებლობა დაასრულა. ჰესის ექსპლუატაციაში გასაშვებად მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მაღალი ძაბვის ელექტრო სამუშაოები გრძელდება.
მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:
ვარკეთილი 3-ის II მიკრორაიონის მე-5 კორპუსის მიმდებარედ წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო - ძველი ქსელის 110 მ სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.
ამავე რაიონში, ლილოს დასახლებაში, მეფრინველეობის ქუჩის სტაბილური წყალმოამარაგების მიზნით, წყალსადენის ახალი ქსელის მოსაწყობად, ტექნიკური სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
აღნიშნულ დასახლებაში, კომპანია 550 მ-მდე სიგრძის წყალსადენის ახალ ქსელს მოაწყობს.
სამგორის რაიონში, ქინძმარაულის მე-2 შესახვევში, ზემო მეტალურგიის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის ძველი ქსელის 1000 მ სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვლება.
აფრიკის დასახლებაში, 360-ე კილომეტრზე, წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - 900 მ სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვლება.
ისნის რაიონში, ბუკისციხის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია - 1000 მეტრამდე სიგძის მონაკვეთი ახლით შეიცვლება.
ზაჰესის დასახლებიდან საბურთალოს მიმართულებით, მცხეთის სამხედრო გზაზე, 1100 მეტრი სიგრძის წყალსადენის ახალი ქსელის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო.
2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი