ახალი ამბები
...

07/10/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

 

მიმდინარე კვირის მანძილზე ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:

 

სამგორის რაიონში, კაკლიანის ქუჩაზე, დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ მასშტაბური სამუშაოები შეასრულა. ახლით შეიცვალა წყალსადენის ქსელის 1300 მეტრი სიგრძის მონაკვეთი.

 

ამავე რაიონში, მეფრინველეობის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - ახლით შეიცვალა 720 მეტრი სიგრძის მონაკვეთი.

 

კომპანიამ ვაკის რაიონში, წყნეთის „გ“ ზონაში წყალარინების ქსელის 630 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეცვალა.

 

წყნეთში, ახალდაბის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია -  ახლით იცვლება წყალსადენის ქსელის 520 მეტრი სიგრძის მონაკვეთი.

 

ასევე წყნეთი, გრიშაშვილის ქუჩაზე, გრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები  -  ახლით იცვლება წყალსადენის ქსელის 1200 მეტრი სიგრძის მონაკვეთი.

 

სამგორის რაიონში, იუმაშევის ქუჩაზე, კომპანია, ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად, წყალარინების ახალი ქსელის მოსაწყობად სამუშაოებს აგრძელებს. საერთო ჯამში მოეწყობა 12 კმ სიგრძის ახალი წყალარინების ქსელი. აღნიშნულ პროექტში, კომპანია 10.2 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქის მერია ახალი ასფალტის საფარს დააგებს.

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სარეაბილიტაციო სამუშაოებს გლდანის რაიონშიც იწყებს. ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, ახლით იცვლება მაგისტრალური ქსელის 350 მეტრი სიგრძის მონაკვეთი.

 

კომპანიამ, სარეაბილიტაციო სამუშაოები,  ამავე რაიონში, ტაბიძის ქუჩაზეც დაიწყო, სადაც   წყალსადენის 150 მეტრიანი ქსელი ახლით შეიცვლება.

 

2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად