11/10/2016 დიღმის მასივის, ნაძალადევის რაიონის და ლოტკინის დასახლების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება
12 ოქტომბერს, დილის 11:00 საათიდან 13 ოქტომბრის დილის 09:00 საათამდე, თბილისის რამდენიმე რაიონში წყალმომარაგება შეწყდება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან” აცნობეს, კომპანიამ ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის და მუხიანის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია დაასრულა - მაგისტრალური ქსელის 450 მეტრის სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა და 6 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.
კომპანიამ აღნიშნულ პროექტში 500 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
”ახლად შეცვლილი წყალსადენის ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, დიღმის მასივის მოსახლეობის და საავადმყოფოების, ნაძალადევის რაიონის ძირითადი ნაწილის და ლოტკინის დასახლების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება”, - აცხადებენ ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში”.
მათივე ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების წარმოება, რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.
ახალ ქსელზე გადაერთების მიზნით, ხვალ 12 ოქტომბერს, დილის 11:00 საათიდან 13 ოქტომბრის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება ნაძალადევის რაიონში: გუდამაყრის, ბუაჩიძის, სიხარულიძის, ჟინვალის, ზიგზაგის, ღოღობერიძის, ღრმაღელის, ქსოვრელის, კნოლევის, დაისის, იმერეთის, ზედაზნის, რიონჰესის, ზაზიშვილის, მეუნარგიას, ქურდიანის, ყირიმის, ქინქლაძის, გროზნოს, პალიასტომის, კიკვიძის, როსტოვის, მიჩურინის, თიანეთის ქუჩა N97-137, N86-104, ჩარგლის ქუჩა N1-71, 2-56, სანზონის N2, 3, 4, 5, 9, 10, 11, 15, 18, 19, 20, 21, 28 ქუჩებს.
ჩუღურეთის რაიონში: თამარ მეფის გამზირს, თევდორე მღვდლის ქუჩა N1-15, 2-20 და საინგილოს ქუჩას N48-68. ჩიტაიას, ჩიქობავას, ერისთავის, სულუხიას, მარჯანიშვილის, ფიროსმანის, ჩუბინაშვილის, დოლიძის, გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ბენაშვილის, მამარდაშვილის, გრანელის, გოცირიძის, ქვლივიძის, კალანდარიშვილის, არაგვისპირელის, ვერხანის, ვეძათხევის, გორკის, თოიძის, ბუხაიძის, ჩაისუბნის, გედევანიშვილის, ფშავის, შილდის, ახალდაბის, ოძისის, ჟონეთის, მარტყოფის, დმანისის, ალადაშვილის, მახათის ქუჩებს.
გლდანის რაიონში: გმირ კურსანტთა ქუჩას.
ისნის რაიონში: ფაბრიციუსის, სევანის ქუჩებს, წურწუმიას II შესახვევს.
აღნიშნულ ქუჩებზე წყალმომარაგება 13 ოქტომბერს, დილის 09:00 საათიდან აღდგება.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ”ფეისბუქისა” და ვებგვერდის
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი