18/04/2010 GWP-ისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ერთობლივი აქცია
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გარემოსდაცვითი ღონისძიება ჩაატარეს.
18 აპრილს, თბილისის ზღვის სანაპიროსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოს დაცვითი ღონისძიება ჩატარდა რომელსაც ორგანიზება ერთობლივად გაუწიეს კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ.
ღონისძიების ორგანიზატორებმა თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი წყაროს – თბილისის ზღვისა და მისი სანაპირო ზოლის გამწვანებაზე იზრუნეს. ღონისძიებას დაესწრნენ კომპანიის გენერალური დირექტორი იორგ მათისი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ლადო გეგელაშვილი.
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” სატყეო სანერგე მეურნეობიდან სხვადასხვა სახეობის 700 ნერგი, ძირითადად შავი ფიჭვი და საპნის ხე შეიძინა. ნერგები კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა თბილისის ზღვის სანაპირო ზოლზე იმ ადგილებში დარგეს, სადაც კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი – ღრმაღელის საფილტრო სადგურია განთავსებული.
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ მოსახლეობისა და დამსვენებლებისგან თბილისის ზღვის სანაპირო ზოლისა და მიმდებარე ტერიტორიის პოლიეთილენის ბოთლებითა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურების საკითხზეც იმსჯელეს და, სამომავლოდ, აღნიშნული ფაქტების აღსაკვეთად ერთობლივი ღონისძიებებიც დასახეს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი