25/11/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის მნიშვნელოვან ორ პროექტს კვლავ აქტიურად აგრძელებს:
დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. წყალსადენის ქსელის 470 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება. პროექტის მიხედვით სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციის სისტემა და სამუშაოების დასრულებისთანავე ნაძალადევის რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებს.
მეორე პროექტის ფარგლებში, ავშნის და ნუშის ქუჩებზე, წყალსადენის ქსელის 5.5კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვლება და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება, რაც მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. ამ დროისთვის, წყალსადენის ქსელის 400 მეტრზე მეტი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი უკვე შეიცვალა.
მიმდინარე კვირის მანძილზე ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:
გლდანის რაიონში - კანდელაკის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის 100 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
გლდანის რაიონში - ავჭალა 2-ში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის 320 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
გლდანის რაიონში - ვარდისუბნის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. წყალსადენის მაგისტრალური ქსელის 460 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.
საბურთალოს რაიონში - კარტოზიას ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. წყალარინების ქსელის 100 მეტრამდე სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.
კრწანისის რაიონში - ბნელი ჩიხის ქუჩაზე, სარებალიტიცაიო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის ქსელის 110 მეტრი და წყალარინების ქსელის 50 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.
2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი