ახალი ამბები
...

07/12/2016 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ „გალტ & თაგარტთან“ და „პაშა ბანკთან“ ერთად საქართველოს ბაზარზე 30 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

 

 

თბილისი, 7 დეკემბერი, 2016  -  ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“,  საქართველოს ბაზარზე არასაფინანსო ორგანიზაციისთვის უპრეცენდენტო მოცულობის, 30 მლნ ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა. GWP-ის ობლიგაციის განთავსების აგენტები, ერთობლივად „გალტ & თაგარტი“ და „პაშა ბანკი“ არიან. აღნიშნული ობლიგაციები 5 წლიანია, წლიური სარგებლით, ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3.5%.

 

,,სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარებისთვის. ობლიგაციების ემისიით მიღებულ დამატებით რესურსს კომპანია კაპიტალური ინვესტიციების განსახორციელებლად გამოიყენებს“ - აღნიშნა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ.

 

„მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტის“ მეშვეობით უკვე მესამედ მოხდა GWP-ის ობლიგაციების  წარმატებით განთავსება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა განთავსება განხორციელდა ეროვნულ ვალუტაში. ამ მხრივ GWP მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში. ამ დროისთვის, „გალტ & თაგარტი“, საკუთარი პროფესიონალთა გუნდისა და გამოცდილების წყალობით, გახდა საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იმუშავა აღნიშნულ გარიგებაზე და წარმატება ვუსურვო კომპანია GWP-ს“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

 

,,პაშა ბანკი” მოხარულია, რომ საშუალება მოგვეცა, მონაწილეობა მიგვეღო GWP- ის კაპიტალის მოზიდვაში  ქართული ბაზრისთვის უპრეცედენტო ტრანზაქციის მეშვეობით. კაპიტალის ბაზრების განვითარება ,,პაშა ბანკის” საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად ყალიბდება. ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ კაპიტალის სავალო ბაზრის განვითარების პერსპექტივებს, ვიმედოვნებთ, რომ ეს ტრანზაქცია პრეცედენტული იქნება და მოახდენს პოტენციური ემიტენტების ინტერესის სტიმულირებას დაფინანსების ამ ინსტრუმენტის მიმართ”, - განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, ,,პაშა ბანკის” კომერციულმა დირექტორმა.

 

GWP ფასიანი ქაღალდების ემისიას უკვე მესამედ ახორციელებს. პირველად 2.6 მლნ ლარის ობლიგაციები კომპანიამ 2015 წლის აგვისტოში გამოუშვა. იმავე წლის 10 დეკემბერს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 6 მლნ ლარის ობლიგაციები გამოსცა, რომლის რეფინანსირებაც დღეს გამოშვებული ობლიგაციებით განხორციელდება.

 

მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ნერგავს კორპორაციული მართვის და საჯაროობის მაღალ სტანდარტს.  ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს ქვეყნის უმაღლესი სუვერენული გრძელვადიანი რეიტინგი „BB -“-ი სტაბილური პროგნოზით.

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად