22/04/2010 ახალი რაიონული სერვის-ცენტრი გახსნა
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", ქ. თბილისის აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ვაკე-საბურთალოს რაიონში ახალი სერვის-ცენტრის კეთილმოწყობა და აღჭურვა დაასრულა.
დღეს, ვაკე-საბურთალოს ახალ რაიონულ ოფისს, მონახულების მიზნით, რაიონის გამგებელი დავით გელაშვილი ესტუმრა. სერვის-ცენტრი, ოფიციალურად, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა გახსნა.
ყაზბეგის #19ბ-ში მდებარე სერვის-ცენტრი კომფორტული და მომხმარებლისთვის იოლად მისადგომია. აქ შექმნილია ყველა პირობა, რომ აბონენტებმა ოპერატიული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება მიიღონ. აღნიშნული სერვის-ცენტრი, რაიონის მასშტაბით, 205 000-მდე აბონენტს მოემსახურება.
მომხმარებელს შეუძლია მიმართოს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სერვის-ცენტრს და ინფორმაცია მიიღოს არა მხოლოდ რაიონის, არამედ თავისი ქუჩის წყალმომარაგებისა და წყალარინების შესახებ; დატოვოს ინფორმაცია ავარიული დაზიანების თაობაზე; ჩაერთოს დავალიანების რესტრუქტურიზაციის ახალ პროგრამაში, რომელსაც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და თბილისის მერია ერთობლივად წარმართავენ და ისარგებლონ დაწესებული შეღავათებით. მოსახლეობას აქვე შეეძლება ქვითარში დაფიქსირებული სულადობის კორექტირება და აბონირებასთან დაკავშირებული პროცედურების გავლაც.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ბოლო 7 თვის მანძილზე მეოთხე სერვის-ცენტრი გახსნა. უახლოეს მომავალში კი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ოფისის მოდერნიზებაც დასრულდება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი